workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ოფიციალურად: “ბარსელონას” დროებითი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: “ბარსელონას” დროებითი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა ცნობილია

“ბარსელონას” ახალი, დროებით დირექტორთა საბჭო ცნობილია. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი კომისიის თავმჯდომარე ფინანსური კომისიის ხელმძღვანელი კარლეს ტუსკეტსი იქნება. ის ჟოზეპ მარია ბართომეუს დროებით შემცვლელად მოგვევლინა.

მმართველი კომისია, რომელიც კლუბს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, 8 წევრისგან დაკომპლექტდა. ესენი არიან:

  • კარლეს ტუსკეტსი – პრეზიდენტი
  • ჟოან რამონ რამოსი – ვიცე-პრეზიდენტი
  • ჟოან ლუის გარსია – ხაზინადარი
  • ჟოზეპ მარია მირი – მდივანი
  • მიკელ ლადო – სპიკერი
  • ჟოზეპ მარია შერსავინსი – სპიკერი
  • ალეშ ტინტორე – სპიკერი
  • სონია კანო – სპიკერი

მმართველი კომისია პირველ სხდომას ხვალ, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე გამართავს, 15 საათზე კი კარლეს ტუსკეტსი განცხადებას გააკეთებს.

დროებითი დირექტორთა საბჭოს მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ჩატარება და ახალ დირექტორთა საბჭოს შექმნამდე კლუბის მართვაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • BEQA BARCA
    schedule 28 ოქტ 2020, 22:02
    #3

    რამდენი ჟოზეპ მარიააა😂😂

  • Iniesta. And messi
    schedule 28 ოქტ 2020, 20:54
    #2

    წარმატებები

  • Mes cue un club 1899
    schedule 28 ოქტ 2020, 18:52
    #1

    მეჭურჭლეთუხუცესი რომელი ჟოზეპია