ლეო მესი რამდენიმე დღეში 33 წლის გახდება, თუმცა, როგორც ფეხბურთელი, გაუმჯობესებას კვლავაც არ წყვეტს.
Diario Sport-მა “მალიორკასთან” შეხვედრიდან 1 ფოტო გამოარჩია, სადაც მესი სხვა ფეხბურთელებს ესაუბრება. გამოცემა ამ კადრს იმის დასტურად იყენებს, რომ საბოლოოდ ლეო სწორედ ისეთი ლიდერი გახდა, როგორიც კლუბს სჭირდება.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რაზე საუბრობს არგენტინელი, თუმცა, ნათელია, რომ მთელი გუნდი, კიკე სეტიენისა და ედერ სარაბიას ჩათვლით, სმენადაა ქცეული.
ადრე, როდესაც მესის კაპიტნის სამკლავური ახალი გადმობარებული ჰქონდა, მისი ლიდერობით ბევრი უკმაყოფილო იყო. ამ მხრივ, ლეო ხშირად ხვდებოდა მედიის კრიტიკის ქარ-ცეცხლში.
მისი, როგორც მოთამაშის თვისებებზე არავინ დავობდა, მაგრამ გულშემატკივარს მისგან უფრო მეტის დანახვა სურდა.
ახლა კი, 2 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, არგენტინელმა ამ თვისებების გამომჟღავნება დაიწყო და სურს, რომ კლუბის ისტორიაში არა მარტო საუკეთესო მოთამაშედ, არამედ საუკეთესო კაპიტნადაც იქცეს.

აი ამ სურათს თუ კარგად დააკვირდებით, სადაც ყველანი იცინიან ისეთი გრძნობა რჩება თითქოს ლეო ანეკდოტს ყვება. შეხედეთ პიკეს გრიზმანს, ნუ შტეგენი ყოველთვის სერიოზული იყო როგორც ყველა გერმანელი, თან ესპანური ცუდად იცის და მუღამს ვერ უღებს ანეკდოტს.
აუ რა მოხოდილია ტიპი დაამუღამეთ მიდი ლომო ლიგა და ლა ლიგა უ და დაგვადებინო
დღეს ოლივერ კანის(1969),და მიქაელ ლაუდრუპის(1964).დაბ.დღეებია.