მარტინ ბრეითუეიტის მიერ “მალიორკას” კარში გატანილი გოლის შემდეგ, “ბარსელონას” უკვე გოლის 16 სხვადასხვა ავტორი ჰყავს.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიელები წინა სეზონის მიღწევას გაუთანაბრდნენ.
წინა წლებში აღნიშნული მაჩვენებელი უფრო ეფექტური იყო. მაგალითად, 2017/18 წლების სეზონში “ბლაუგრანას” 18-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა მოახერხა თავის გამოჩენა, 2016/17 წლების სეზონში კი – 20-მა.
ეს სტატისტიკა “ბარსელონას” მაღალ კლასზე მიუთითებს. ამ სეზონში უგოლოდ რეგულარულად მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ 3 მათგანია.
ნელსონ სემედუს, სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩის ანაგარიშზე ჯერჯერობით გოლი არაა.
ხორვატი ნახევარმცველის შედეგი განვლილი კარიერის მიხედვით საკმაოდ უჩვეულოდ ჩანს. “ბარსას” რიგებში ჯამში რაკიტიჩმა 34 გოლი გაიტანა.
“ბლაუგრანას” გოლეადორთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ლეო მესი: 25
- ლუის სუარესი: 14
- ანტუან გრიზმანი: 14
- არტურო ვიდალი: 7
- ანსუ ფატი: 5
- არტური: 4
- კლემან ლანგლე: 3
- სერხიო ბუსკეტსი: 2
- ფრენკი დე იონგი: 2
- ჟორდი ალბა: 2
- კარლეს პერესი: 1
- უსმან დემბელე: 1
- ჟუნიორ ფირპო: 1
- ჟერარ პიკე: 1
- სერჟი რობერტო: 1
- მარტინ ბრეითუეიტი: 1
სემედოს გოლის არ მჯერა. შტეგენს უფრო აქვს შანსი კარიდან კარში გატანის. რაკეტას დრო არ ეძლევა და ეგაა მიზეზი. სკამზეა ძლირითადად. უმტიტის კიდე სულ დამტვრეულია და არცაა დიდად გამტანი. ვეღარ იგებს მეორე სართულებს. ალბათ დავრჩებით მაგ რაოდენობაზე
შტეგენმაც უნდა სთხაროს და ეგაა 😂😂
რაკიტიჩი ალბათ სადღაც მაინც შეაგდებს ერთს.სემედუსაც შეუძლია გატანა ამიტომ თავისუფლად შეიძლება ეგ რიცხვი 18მდე გაიზარდოს