“ინტერის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას ცდილობს.
22 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, “ბარსას” წევრი გახდება, თუმცა, როგორც იტალიური გუნდის გარემოცვა მიიჩნევს, “ნერაძური” სატრანსფერო ფასის შემცირებას არ აპირებს.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე ლაუტაროს ყოველდღიურად ესაუბრება. ვარჯიშებსა და სხვადახვა სპორტულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში იტალიელი სპეციალისტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ არგენტინელი “ინტერში” დარჩენის შემთხვევაში არსებულ უპირატესობებში დაარწმუნოს.
კონტე იაზრებს, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს ლაუტაროს დაკარგვით მილანელთა ახალგაზრდულ პროექტს.
22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.



და გუშინ რა გააკეთა, მაგ მომავალმა ბომბარდირმა? ნაპოლისთან სახლში ვერ მოიგეს და თასიდან გავარდნენ. სანჩესის შესაცვლელი გახდა იმ სანჩესის ბარსაში რო ვერ ივარგა.
პირველი წინადადება რა გამართულად წერია.
დაუჯერე კონტენ დაუჯერე