workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სელტასთან”, “ატლეტიკოსთან” და “ვილიარეალთან” გასამართი მატჩების თარიღები ცნობილია

“სელტასთან”, “ატლეტიკოსთან” და “ვილიარეალთან” გასამართი მატჩების თარიღები ცნობილია

ლა ლიგამ კლუბებს 32-ე, 33-ე, და 34-ე ტურების თარიღები უკვე გააცნო. მომავალი შეხვედრების ზუსტი დრო ტემპერატურის დადგენის შემდეგ გაოფიციალურდება.

32-ე ტურში “ბარსელონა” “ბალაიდოსზე” “სელტას” წინააღმდეგ შეხვედრას, შაბათს, 27 ივნისს ჩაატარებს. სავარაუდოდ, ესპანეთის დროით 14:00 ან 17:00-ზე. გალისია პირენეს ნახევარკუნძულზე ტემპერატურის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გრილი მხარეა.

ვიგოში ვიზიტიდან 3 დღის შემდეგ კატალონიელები მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებენ. 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი 30 ივნისს გაიმართება, სავარაუდო დროდ კი 22:00 არის მიჩნეული.

34-ე ტურში “ბლაუგრანა” “ვილიარეალს” დაუპირსპირდება. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება, სავარაუდო დრო ცნობილი ჯერ არაა.

დარჩენილი 4 შეხვედრის თარიღები ცნობილი ორი ტურის შემდეგ გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში