workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი “პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში დამაჯერებლად ლიდერობს

მესი “პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში დამაჯერებლად ლიდერობს

დღეს საღამოს ლა ლიგის განახლების შემდეგ, “ბარსელონა“ ლეო მესისთან ერთად პირველ შეხვედრას გამართავს.

“ბლაუგრანას“ ათიანი კარიერაში მე-7 “პიჩიჩის“ ჯილდოს უახლოვდება.

ლეოს ანგარიშზე 19 გოლია, მეორე პოზიციაზე კი ქარიმ ბენზემაა, რომელმაც მეტოქე გუნდების კარის დალაშქვრა 14-ჯერ მოახერხა. მესიმ საკუთარი გოლებიდან 12 სათამაშო ეპიზოდიდან, 3 პენალტის ნიშნულიდან, 4 კი საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

დღეს საღამოს იგი “მალიორკასთან“ ითამაშებს. კუნძულელების წინააღმდეგ ჩატარებულ 13 შეხვედრაში ლეომ 15 გოლი გაიტანა. უკანასკნელ შეხვედრაში “კამპ ნოუზე“ არგენტინელმა ჯადოქარმა ჰეთრიკი შეასრულა, ბარსამ ის შეხვედრა 5-2 მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 13 ივნ 2020, 23:48

    უნდა მოიგოს აუცილებლად.

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივნ 2020, 22:06

    მიდი რა ლომო დღეს მაქსიმალურად ბლომად უნდა შეყარო გოლები