რამდენიმე ესპანური გამოცემის, მათ შორის Cadena COPE-სა Mundo Deportivo-ს მიხედვით, სამუელ უმტიტი პარასკევს საბოლოო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ფეხბურთელი “მალიორკასთაან” მატჩისთვის მწყობრში იქნება.
უმტიტის ტრავმის საბოლოო მოშუშება კლემან ლანგლეს დისკვალიფიკაციის მხრივ, “ბარსასთვის” პოზიტიური ამბავია. სამუელის თანამემამულე დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო შაბათს გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა წვივის უკანა (კანჭის) კუნთი სავარჯიშო სესიების განახლებიდან მეორე დღეს, 9 მაისს, მიიღო. ეს უმტიტისთვის უკვე მესამე დაზიანებაა მიმდინარე სეზონში.
კიკე სეტიენის დანიშვნის შემდეგ სამუელმა 12 შეხვედრიდან 8-ში მიიღო მონაწილეობა, სეზონის პირველ ნახევარში კი, ვალვერდეს მწვრთნელობისას მხოლოდ 8 მატჩში ჩაერთო საქმეში.
უმტიტის “ბარსელონური” კარიერა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცოტა ხნის წინ Marca-მ კიკე სეტიენის მოსაზრება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ესპანელი სპეციალისტი მას ჟერარ პიკეს საუკეთესო მეწყვილედ მიიჩნევს.




ეს გასუქებულია თუ გასიებული?
სახე კი აქვს აფუებული ცომივით.
სეზონის ბოლომდე იმედია დაგვეხმარება მერე უნდა გაიყიდოა ყველა ვარიანტში და უპამეკანო ან რომანიოლი უნდა მოიყვანონ
მორჩენილია ამის მაღალი დონე