“ბარსელონა” თავისი ტალანტის მომავალზე და მის კატალონიურ კარიერაზე უკვე ფიქრობს.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ინფორმაციით, კლუბის მესვეურები მზად არიან, პუჩის კონტრაქტში არსებული შეთანხმება გამოიყენონ და ფეხბურთელთან ხელშეკრულება დამატებით კიდევ 2 წლით გააფორმონ.
ნახევარმცველის არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში მთავრდება, “ბარსას” ხელმძღვანელობა კი 2023 წლამდე გახანგრძლივებაზე ფიქრობს.
პუჩი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდად ითვლება და “ბლაუგრანასთვის” მისი შენარჩუნება, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია.
ესპანელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობაც აქვს მიღებული, ეს ყოველივე კი მას სამომავლო გამოცდილებისათვის ძალიან ეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ რიკის იჯარის წესით შეძენით უამრავი კლუბია დაინტერესებული, “ბარსელონა” მის შენარჩუნებას და პუჩის უშუალოდ მათი მეთვალყურებობის ქვეშ განვითარებას ამჯობინებს.

ძალიან კარგი დასაწინაურებელია ეს ბიჭი
ფიზიკურად მოსახოდია თორე სკამისთვის ცუდი ვარიანტი არაა, მარა თუ არ გააიჯარებენ ან არ გაყიდიან გამოსყიდვის უფლებით არ გამოვა ამისგან არაფერი
Fizika puchi fizikas moumate dafrinav korpusis chadgmis dros.