რამდენიმე დღის წინ კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ თამაშში 5 ცვლილების უფლება “ბარსელონასთვის” საზიანოა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მეტოქე გუნდებს თითქმის ნახევარი გუნდის შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, კატალონიელებს მათი ფიზიკური დაღლის საშუალება ფაქტობრივად აღარ რჩებათ.
ამ კომენტარის შემდეგ სეტიენი ბორდალასმა და გარიტანომ გააკრიტიკეს, ხორხე ვალდანო კი პირიქით, დაეთანხმა.
Movistar-თან ინტერვიუს დროს მან ამის შესახებ ისაუბრა:
“ჩემი აზრით, ამგვარი ცვლილება “ბარსას”, მისი სათამაშო ფილოსოფიიდან გამომდინარე, ორმაგად დააზიანებს. მათი რეალური უპირატესობა მატჩის ბოლო წუთზე ჩანს, როდესაც მეტოქე დაღლილია და მოდუნებული.”
“თუ შენ “ბარსას” წინააღმდეგ თამაშობ და იმის საშუალება გაქვს, რომ ბოლო 20 წუთის განმავლობაში კვლავ ენერგიულად გამოიყურებოდე, დიდი შანსია, რომ კატალონიელებმა ვეღარ დაგღალონ და გარდატეხის შესატანად ცოტა დრო დარჩეთ.”
არგენტინელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ სათადარიგო სკამის მხრივ მადრიდის “რეალს” უპირატესობა აქვს და მათ სხვადასხვა პოზიციაზე უფრო მეტი ფეხბურთელით შეუძლიათ გაძლიერება, ვიდრე კატალონიელებს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, “ბარსა” კი “ლოს ბლანკოსს” 2 ქულით უსწრებს.




5 ცვლილება ნამეტანია,ფაქტობრივად ყველას ექნება თამაშის შანსი.
მაგ ხუთ ცვლილებას ჯობდა დრო მოეკლოთ, ცოტახნით, უთამაშებლები, ფორმაში შეუსვლელები რომ არიან, 10 წუთი თითო ტაიმისთვის რომ მოეკლოთ ალბათ სეზონის ბოლომდე გაძლებდნენ, მაგრამ ისედაც არმგონია ხშირად გამოიყენონ 5 ცვლილება, გერმანიაში 3-ს ძლივს იყენებენ
ნებისმიერი ჭკვიანი მწვრთნელი ბარსას წინააღმდეგ სწორად გამოიყენებს 5 ცვლილებას
ზუსტად, ამიტომაა საჭირო თამაშის ინტრიგის თავიდანვე მოკვლა ბარსას მხრიდან, ფიზიკურად თუ ვერ გაუძლებენ პირველ ტაიმში დაუმთავრებენ თამაშს და მერე 16 კაცმა რამდენიც უნდათ იმდენი ირბინონ
მაგ ხუთ ცვლილებას ჯობდა დრო მოეკლოთ, ცოტახნით, უთამაშებლები, ფორმაში შეუსვლელები რომ არიან, 10 წუთი თითო ტაიმისთვის რომ მოეკლოთ ალბათ სეზონის ბოლომდე გაძლებდნენ, მაგრამ ისედაც არმგონია ხშირად გამოიყენონ 5 ცვლილება, გერმანიაში 3-ს ძლივს იყენებენ
აუუ ყველა უკანალით როგორ ფიქრობს ამ ხელმძღვანწლობაში
ისე მამენტ რო დაუფიქრდებ მართალია კიკე, შენც გამოიყვა 5 კაცი ვინ გიშლისო შეილება თქვას ვინმემ მაგრამ ვინ, 5 კაცი სუ არ უზით სკამზე ამ ჩემისებს