workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და რობერტო ძირითადში, სემედუ სკამზე: “ბარსას” სავარაუდო XI “მალიორკასთან”

მესი და რობერტო ძირითადში, სემედუ სკამზე: “ბარსას” სავარაუდო XI “მალიორკასთან”

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” “მალიორკასთან”, “სონ მოისზე”, უძლიერეს შემადგენლობას გამოიყვანს.

დიდი ალბათობით, სერჟი რობერტო, ნელსონ სემედუს ნაცვლად, მარჯვენა მცველის პოზიციას დაიკავებს. ჟერარ პიკე, სამუელ უმტიტი და ჟორდი ალბა დაცვის დანარჩენ სამეულს წარმოადგენენ.

სერხიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად იქნებიან, მათთან ერთად კი ნახევარდაცვის ტრიოს არტურო ვიდალი ან არტურ მელო შექმნის.

როგორც უკანასკნელი სავარჯიშო სესიიდან დავინახეთ, ლეო მესიც და ანტუან გრიზმანიც ჯანმრთელები არიან და ისინი საწყისი წუთებიდანვე შეუტევენ, მათთან ერთად კი მარტინ ბრეითუეიტი ან ლუის სუარესი იმოქმედებს. ურუგვაელმა თამაშის ნებართვა გასულ კვირაში მიიღო, თუმცა, შესაძლოა, ის დიდხნიანი პაუზის გამო შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთოს.

“ბარსელონა” “მალიორკასთან” დაგეგმილი 3 ქულის მოსაპოვებლად ითამაშებს. კატალონიელები 27 ტურის შემდეგ, 58 ქულით ლა ლიგის მოწინავე პოზიციაზე არიან და უახლოეს მდევარს, მადრიდის “რეალს” 2 ქულით უსწრებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • o.dembele11
    schedule 11 ივნ 2020, 18:15

    Კაროჩე ბარსა იგებს მესის ჰეტრიკი დიდხნიანი პაუზა ქონდა და ამოტენის მალიორკას და სუაც მოძიებული იქნება ზამენიდან კიშემოვა მარა გაამწარებს მალიორკას როგორც პირველწრეში, მოკლედ დიდი ანგარიში მგონია და მალიორკამ არამგონია შეაგდო ნუ მაქსიმუმ ერთი გოლი სახლში თამაშობენ

  • nikusha
    schedule 10 ივნ 2020, 00:10

    ციტატა: MESSI 2017
    და რობერტოს სასტარტოში ყოფნა შემადგრნლობას უძლიერესს ხდის ხომ? 🤦🏻‍♂️

    ციტატა: nikusha
    სუა ჯობია სკამიდან ჩაერთოს

    ტერ შტეგენი
    ს.რობერტო-პიკე-უმტიტი-ალბა
    არტური-ბუსკეტსი-დე იონგი
    მესი-გრიზმანი-ბრაითვაიტი

    არტური-არტურო ვიდალი
    დე იონგი-რაკიტიჩი
    გრიზმანი-სუარესი
    ბრაითვაიტი-ანსუ ფატი
    ბუსკეტსი-კოლიადო/სემედუ


    და ის თუ იცი 5ივე ცვლილებას ერ ტაიმში როლ ვერ გააკეთებ და რომ დაალაგე ცვლილებები ვინები გაგყავს პირველ ტაიმში?


    თამაშის მიმდინარეობის დროს უნდა ნახო და ისე გააკეთო ცვლილებები

  • nika 54
    schedule 09 ივნ 2020, 14:35

    მესი და რობერტო ძირითადში, სემედუ სკამზე: "ბარსას" სავარაუდო XI "მალიორკასთან"

    ეს რომაული "XI" რას ნიშნავს? ესე რომაული ციფრებით საუკუნე აღინიშნება მაგ. XX ნიშნავს მე 20-ე საუკუნეს. XI კი მეთერთმეტეს და არა თერთმეტეულს, როგორც ავტორი ფიქრობს.
    პატივი ეცით ქართულ ენას და დამწერლობას.

  • nikusha
    schedule 09 ივნ 2020, 10:29

    სუა ჯობია სკამიდან ჩაერთოს

    ტერ შტეგენი
    ს.რობერტო-პიკე-უმტიტი-ალბა
    არტური-ბუსკეტსი-დე იონგი
    მესი-გრიზმანი-ბრაითვაიტი

    არტური-არტურო ვიდალი
    დე იონგი-რაკიტიჩი
    გრიზმანი-სუარესი
    ბრაითვაიტი-ანსუ ფატი
    ბუსკეტსი-კოლიადო/სემედუ

  • ousmane dembele 11
    schedule 09 ივნ 2020, 09:16

    ტერ შტეგენი
    სემედო უმტიტი პიკე ალბა
    დე იონგი ბუსი არტური
    მესი გრიზი ბრეიტვეტი

  • M10 S9 D11
    schedule 09 ივნ 2020, 01:06

    ისევ რობერტო ფუ ამის დედა მივაცენზურე რაა მოგვაშორონ ეს პრახადნოი დვორი

  • mesi_10
    schedule 08 ივნ 2020, 23:16

    სუარესი ცოტა ხანი იჯდეს სკამზე და მეორე ტაიმში შემოიყვანოს მაგით არაფერი დაშავდება პირიქით ბრეითვეიტის თამაში მაგრად მაიტერესებს თავს როგორ წარმოაჩენს და აუცილებლათ უნდა მიეცეს გარკვეული წუთები.

  • Don_Andresito
    schedule 08 ივნ 2020, 22:39

    ჯობს ერთი ტოპი სკამზე დარჩეს და გააძლიეროს შეტევა. აშკარად დაგვჭირდება