workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფირპო + 70 მილიონი: “ბარსას” ფორმულა ლაუტარო მარტინესის შესაძენად

ფირპო + 70 მილიონი: “ბარსას” ფორმულა ლაუტარო მარტინესის შესაძენად

Mundo Deportivo-ს უახლესი ცნობით, კატალონიელები ლაუტაროს შესაძენად ჟუნიორ ფირპოსა და 70 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ “ინტერს” მხოლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდა აქვს გათვალისწინებული, “ბარსელონა” არგენტინელი თავდამსხმელის დასამატებლად ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას მაინც აპირებს.

“ბლაუგრანა” ფირპოს 41 მილიონ ევროდ აფასებს და შესაბამისად, მასთან ერთად, “ნერაძურისთვის” 70 მილიონის დამატებას გეგმავს, რაც კლუბის აზრით, იტალიელებისთვის ადეკვატური შეთავაზება იქნება.

მილანელთა მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო კონტესთვის, ფირპო შესანიშნავი მოთამაშე უნდა იყოს, რადგანაც მისთვის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკაში ინტეგრირებას იდეალურად მოახერხებს.

“ბარსელონასთვის” ლაუტარო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სამიზნეა და მის გადმობირებას მაქსიმალურად ცდილობენ. მარტინესი კატალონიელებისთვის ლუის სუარესის შემცველად განიხილება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Don_Andresito
    schedule 06 ივნ 2020, 11:04

    დაივიწყეთ წელს რა, მომავსლ წელს მოახდენს გუნდზე ზეწოლას და მოვა. მანამდე დაამტკიცოს რო ღირს მაგდენი.

  • Iniesta_8
    schedule 06 ივნ 2020, 00:23

    ციტატა: Griezzy7
    ვერგამიგია თუ ჩელსი ვერნერს 5-60 მილიონად ყიდულობს ეს რატოღირს 70 მილიონს + ფირპო


    ვერნერს 1 წელი აქვს დარჩენილი, ამას მეტი

  • me da barca
    schedule 05 ივნ 2020, 23:40

    იტალიურ-ესპანური ზღაპრის მორიგი 114 სერია.
    გაგრძელება იქნება.

  • mesi_10
    schedule 05 ივნ 2020, 23:04

    70 მილონი ახლა ბიუჯეტში არ ექნებათ გამორიცხულია

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2020, 22:53

    მაგ 111 მილიონად დაცვის გაძლიერება შეიძლება საკაიფოდ

  • Iniesta_8
    schedule 05 ივნ 2020, 22:21

    ძლივს ნორმალური შეთავაზება. აბა სემედუ ვიდალი და 70 მილიონი რა ჯანდაბა იყო?