“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჟორაბჩიანმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს.
“ფილიპეს პრემიერ ლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს. ეს, შესაძლოა, მიმდინარე წელს მოხდეს, ან არ მოხდეს, ჩვენ არ ვიცით, ჯერ არაფერი განგვიხილავს.
ყველაფერი “ბაიერნზე” იქნება დამოკიდებული, ისურვებენ თუ არა ისინი იჯარის გახანგრძლივებას სეზონის ბოლომდე. ჩვენ დარჩენა გვსურს, თუმცა შემდეგ სეზონში ვნახოთ, რა მოხდება. ამასთან დაკავშირებით “ბაიერნის” ხელმძღვანელობასთან გარკვეული სახის მოლაპარაკება უკვე გავმართეთ.” – აგენტის სიტყვებს Sky Sports ციტირებს.

80-ად არ გაუშვებ?
100 გადაიხადონ და წავიდეს.
არც აგენტში არ გაუმართლა , ამასაც მარტო ის უნდა კოუტინიო ნიუკასლში გადაიყვანოს და ფული ჩაიჯიბოს
დაეტიეთ ბარსაში
Bayernis xelmdzgvaneloba ra shuashia ver gavige, barcas ekutnis es kaci da ara jmot matyuara fashist gunds