workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიანიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “ბარსელონა” ფაბიან რუისის შეძენას შეეცდება

პიანიჩის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “ბარსელონა” ფაბიან რუისის შეძენას შეეცდება

“ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება კვლავ აქტუალური საკითხია. კლუბისთვის პრიორიტეტული ტრანსფერი მირალემ პიანიჩის შეძენაა, თუმცა კატალონიელები კვლავ ინტერესდებიან ფაბიან რუისის გადმობირებით, იტყობინება Mundo Deportivo. 

იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერი ჩაიშლება, “ბარსელონა” ფაბიან რუისის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც კიკე სეტიენს მოსწონს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველს “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ სურს, ფაბიან რუისის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ousmane dembele 11
    schedule 31 მაი 2020, 16:11

    ებიჭო პირტაპირ ფაბიან რუისთან დაიწყეთ მოლაპარაკება რაღა ამ ბებერს ყიდულობთ.მითუმეტეს მესი პიკე ბუსი ალბა სუარესი ვიდალი რაკიტიჩი 30 წელს გადაცილებულია

  • Berlinetta♥
    schedule 31 მაი 2020, 15:10

    არტური ფრენკი ფაბიანი , იქნება ნახევარდაცვა რომელსაც ყველფერი ექნება , უკან ძლიერი თამაში, პრესინგი, ბურთის შენარჩუნება, დრიბლინგი, ფაბიანი იმიტომ მინდა რომ ყუმბარა აქვს მარცხენა ფეხში … ძლიერი ხასიათის ბიჭია …ჰავერცი ნახევარდაცვაში საცოდაობაა , ეგ უნდა იყოს წინ ათიანხე, თავისუფლება წონდეს, გოლებსაც გაიტანს ასისტებსაც გააკეთებს, მაგრამ როგორც ლიდერო და ინიციატორი .. ჰავერცი და მესი ერთად ვერ ითამაშებენ.

  • Lasho
    schedule 31 მაი 2020, 14:56

    კარგი ბიჭია მარა ვან დე ბეეკი მგონია იდეალური ბარსასთვის.. აუარის კარგი ბიჭია

  • M10 S9 D11
    schedule 31 მაი 2020, 14:48

    იმედია ჩაიშლება პიანიჩის ტრანსფერი ძაან მაგარი ბიჭია ფაბიანი

  • რივალდო-მესი
    schedule 31 მაი 2020, 13:56

    აფარჩაკებენ გუნდს🙁 რატომღაც გამიხარდა აბიდალის დანიშვნა თავის დროზე. ახლა ფაქტია რომ ერთ უჯრედიანი ტიპია. თურმე სუბისარეტა არ უნდა გაეშვათ. იმის დროს მოყვანილ და იმის მერე გაკეთებულ ტრანსფერებს თუ შევადარებთ. მაგრად უკან მივდივართ

  • Don_Andresito
    schedule 31 მაი 2020, 13:42

    მთავარია ბოლოს პაულინიოს დაბრუნება არ მოხდეს, თორე პიანიჩი ფაბიან რუისი აუარი ტიაგო, დაჟე ნდომბელეც კი ამ ეტაპზე ნახევარდაცვას კარგად გააძლიერებდა. რა თქმა უნდა ფრენკის არტურის და ბუსის წასვლის გამორიცხვით. არტურო ვიდალიც მევასება ძაან მაგრად მარა სეტიენის სქემაში ცოდოა, არაა ეგ 90 პასის გამკეთებელი თამაშში, თან ძირითადი უნდა და ჯობს წავიდეს თუ ვინმე კარგი მოვა. რაკიტიჩზეც იგივეს ვიტყოდი. ერთი 15 მილიონი მაინც გვაშოვნინოს მაგ უმადურმა 😀 ლაუტარო კიდე მართლა მეზედმეტება. არაფერს მისცემს შეტევას. ნახევარდაცვის და დაცვის გაძლიერების შემთხვევაში ეს შეტევა თავს კარგად გაართმევდა ყველაფერს. ფატის თუ 1 სეზონი დატოვებენ ბარსა ბ ში, დემბელე და სუარესი სულ ხო არ დაიმტვრევიან, გრიზია ბრაიტვაიტიც გამოდგება მარტივ თამაშებში, ტრინკაოც არ ჩანს ცუდი ბიჭი და ლეო 2 წელი მინიმუმ კიდე იფრენს მგონია.მოკლედ ამ ეტაპზე ლაუტაროს გამო გაკოტრება არ ღირს, თან შემტევებიდან 1 უნდა გაიყიდოს 100% ით თუ ეგ მოვიდა, სუარესის წასვლა ჯერ სისულელეა, ლეოც არ გაუშვებს. გრიზის მაგრად მეიმედება ჯერ კიდევ. დემბელე 1 შანსს იმსახურებს და ფატის და ტრინკაოს გაშვებას არც არავინ აპირებს. უაზროდ გადაივსება შეტევა. დემბელე რო გაუშვან კიდე არ ვიდარდებ მარა მაგისივე პროფილის იგროკი თუ არ მოვიდა იდიოტიზმი იქნება.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 31 მაი 2020, 13:40

    რაც ჰყავთ მაგას მიხედონ და ვან დე ბეკი დაამატონ, მაგის ტრანსფერს დე იონგი გაჩარხავს.

  • Wtf man
    schedule 31 მაი 2020, 13:23

    ეს ლაუტარო სულაც არ მინდა მაგდენი თანხა უნდა გადაიხადონ და ჯობია სხვა პოზიციებს მიხედონ თუნდაც ნახევარდაცვას და დაცვას. თუ უნდათ ფორვარდის მოყვანა ჯონათან დავიდი იყიდონ რა იქნება. მაქსიმუმ 30 მილიონი დაუჯდეთ

  • InFiNiTe8
    schedule 31 მაი 2020, 13:21

    აჟრიალებთ ამათ… ლაუტაროს ვერ ყიდულობთ და რუისის მყიდველები ხართ? ასე იციან, მიახტებიან ჯერ ერთს მერე მეორეს და ბოლოს მოყავენ პაკო ალკასერები და ბრეითვეითები