workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ინტერი” ლაუტაროში 80-90 მილიონსა და ფირპოს ითხოვს

“ინტერი” ლაუტაროში 80-90 მილიონსა და ფირპოს ითხოვს

“ბარსელონა” და “ინტერი” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კატალონიელებმა “ნერაძურის” 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და 2 ფეხბურთელი შესთავაზეს, თუმცა მილანელებმა ამაზე უარი თქვეს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ინტერს” არგენტინელ ფეხბურთელში 80-90 მილიონი ევრო და დომენიკელი მარცხენა მცველი ჟუნიორ ფირპო სურს.

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რადგან “ინტერი” უფრო მეტ ფულს ითხოვს, “ბლაუგრანა” ფილიპე კოუტინიოსთან განშორებას აპირებს. კატალონიელები მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვა ლაუტაროს ტრანსფერში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ისინი იმედოვნებენ, რომ კოუტინიოს “ნიუკასლი” შეიძენს.

ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 31 მატჩი, 16 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • KING_BARCA
    schedule 28 მაი 2020, 12:47
    #9

    გაასხმევინეთ რა,ლაუტარო არა ის…ნეტა არ მოხდეს ეს …))))

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 28 მაი 2020, 10:35
    #8

    ღორი იტალიელები.

  • getsby
    schedule 28 მაი 2020, 09:59
    #7

    ლიჟბი რამე დაწერონ იმენა.დ თუ გამოსასყიდს არ გადაიხდის ბარსა არ გამოუასვებენ პროსტა ჭორებია მეტი არაფერი

  • me da barca
    schedule 28 მაი 2020, 04:18
    #6

    ამ იტალიურმა ჭორებმა ტვინი გაღუნა რა. პანდემიამ იტალიელი ჟურნალისტები მთლად გამოაჩლუნგა.

  • Iniesta_8
    schedule 28 მაი 2020, 01:13
    #5

    ეს გრიზმანსაც არ ჯობია და რატომ უნდა მოიყვანონ? ჯერ გრიზმანისთვის არ შეურჩევიათ სათანადო პოზიცია და ესღა გვაკლია. ნუთუ ასეთი რთული მისახვედრია რომ პირველ რიგში ცენტრ მცველი გვჭირდება და ძირითადი თანხა მაგაზე უნდა დაიხარჯოს?

  • me da barca
    schedule 28 მაი 2020, 00:55
    #4

    თქვენი ლაუტარო და თქვენი დედაც, არ გაბურღეს ტვინი.
    ჩემი რჩევა იქნება ლაუტაროზე სიახლეები "ფოკუს მიღმა"-ში ჩაყარეთ, ვისაც უნდა იქ წაიკითხავს. მე პირადად მაგას საერთოდ არ ვკითხულობ.

  • Wtf man
    schedule 28 მაი 2020, 00:47
    #3

    ერთი ნახევარმცველი უეჭველი გვინდა ან შეილება ალენია დააბრუნონ და პუჩი დააწინაურონ

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 28 მაი 2020, 00:12
    #2

    ვერ გავიგე რაა ამდენ შემტევს რას უზავენ, მესი, სუარესი, გრიზმანი, ლაუტარო, დემბელე, ფატი, ბრეითვეითი, არ დაგვავიწყდეს ტრინკაუ რომელიც ერთ კვირაში ბარსას ფეხბურთელი გახდება ოფიციალურად..და კიდე ნეიმარზე მიდის ლაპარაკი…ნუუ ვიღაცა წავა აუცილებლად ან ვიღაცეები…ტოპებიდან დემბელესა და გრიზმანს შორის გადაწყდება ალბათ , და ბრეითვეითი სავარაუდოდ კიდე . მარა მაინც ბევრი რჩება….

  • Anssumane
    schedule 27 მაი 2020, 23:42
    #1

    სხვა რამე რო შევთავაზოთ ყოველ კვირას არა?