workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ გახდება ლა ლიგის გამარჯვებული, თუ პირველი წრის შედეგები განმეორდება?

ვინ გახდება ლა ლიგის გამარჯვებული, თუ პირველი წრის შედეგები განმეორდება?

ამ მომენტისათვის “ბარსა” 27 ტურის შემდეგ, 58 ქულით, ლა ლიგის სათავეშია. ქვემოთ ჩამოთვლილია ის გუნდები, რომლებთანაც კატალონიელებს სათამაშო აქვთ და გვერდით კი მოცემულია ის შედეგები, რაც წინა შეხვედრებში დაფიქსირდა:

  • “მალიორკა” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბარსელონა”- “ლეგანესი” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “სევილია” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბარსელონა” – “ბილბაო” – პირველი წრე: “ბარსა” დამარცხდა (0)
  • “სელტა” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბარსელონა” – “ატლეტიკო” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა(+ 3)
  • “ვილიარელი” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბარსელონა” – “ესპანიოლი” – პირველი წრე: ფრე (+ 1)
  • “ვალიადოლიდი” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბარსელონა” – “ოსასუნა” – პირველი წრე: ფრე (+ 1)
  • “ალავესი” – “ბარსელონა” – პირველი წრე: “ბარსამ” გაიმარჯვა (+ 3)

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შედეგები განმეორდება, “ბარსა” ჯამში 84 ქულას მოიპოვებს.

რაც შეეხება, მადრიდის “რეალს”, “ლოს ბლანკოსი” 27 ტურის შემდეგ მოპოვებული 56 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ქვევით, კი ანალოგიურად, იმ ოპონენტების ვინაობაა ჩამოთვლილი, რომლებიც მათ შეხვდებიან, გვერდით კი პირველ წრეში დაფიქსირებული შედეგებია მითითებული:

  • მადრიდის “რეალი” – “ეიბარი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • მადრიდის “რეალი” – “ვალენსია” – პირველი წრე: ფრე (+ 1)
  • “რეალ სოსიედადი” – მადრიდის “რეალი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • მადრიდის “რეალი” – “მალიორკა” – პირველი წრე: “რეალი” დამარცხდა (0)
  • “ესპანიოლი” – მადრიდის “რეალი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • მადრიდის “რეალი” – “ხეტაფე” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • “ბილბაო” – მადრიდის “რეალი” – პირველი წრე: ფრე (+1)
  • მადრიდის “რეალი” – “ალავესი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • “გრანადა” – მადრიდის “რეალი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)
  • მადრიდის “რეალი” – “ვილიარეალი” – პირველი წრე: ფრე (+1)
  • “ლეგანესი” – მადრიდის “რეალი” – პირველი წრე: “რეალმა” გაიმარჯვა (+ 3)

ასეთ შემთხვევაში, მადრიდულ კლუბს ჯამში 80 ქულა ექნებოდა და კატალონიელებს 4-ით ჩამორჩებოდა.

შესაბამისად, თუ გუნდები პირველი წრის მსგავს შედეგებს დააფიქსირებდნენ, გამარჯვება კატალონიელებს დარჩებოდათ და ლა ლიგის კიდევ ერთ ტიტულს დაისაკუთრებდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 26 მაი 2020, 13:14
    #4

    მერე რათ უნდოდა ამას გამოთვლები და ფორმულები? თუ პირველი წრის შედეგები გამეორდება ესე იგი ბარსა ისევ ორი ქულით აჯობებს ხო? რათ უნდა ამას პროფესორობა და ანალიზი. პირველ წრეში 2 ქულა მოუგო, და 2+2 რო ოთხია არ იცოდით?

  • Mariastasia
    schedule 26 მაი 2020, 09:49
    #3

    აუ ეს როგორ დაიანგარიშეთ რა ნიჭიერები ხართ 😂😂😂

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 26 მაი 2020, 09:13
    #2

    ლალიგა გვინდა აუცილებლად.

  • M10 S9 D11
    schedule 26 მაი 2020, 04:07
    #1

    მეორე წრეს ერთი ამოსუნთქვით გადავივლით აგერ ნახეთ