კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ბერლინის “ჰერტას” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ლაზარ სამარჯიჩს აკვირდება, რომელსაც ბუნდესლიგაში დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა.
სამარჯიჩი 18 წლის თებერვალში გახდა. ის წარმოშობით სერბია, თუმცა გერმანიაშია დაბადებული და ბუნდესნაკრების ახალგაზრდულ გუნდებში რეგულარულად გამოდის.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს სერიოზული ტრავმა მიიღო, ფეხბურთელი სწრაფად პროგრესირებს. Sky Sports Italia-ს ცნობით, მისი შეძენა “ბარსას” გარდა “მილანს”, “იუვენტუსსა” და მადრიდის “ატლეტიკოსაც” სურს.
![“ბარსელონა” 18 წლის ნახევარმცველისთვის იბრძვის [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2020/05/1590395871_b.jpg)
ბიჯო ამ ნახევარმცველებს რას გადაეკიდნენ, თუ ბუნდესლიგიდან გინდათ რომ მოიყვანოთ ეგეშტაინი იყიდეთ უმაგრესი ბიჭია
"დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა"-კარგია რო ბარსელონას "რადარებზე" უკვე მოხვდა. ესენი ვერ გავიგე რას აპირებენ? ლეომ გასაგებად უთხრა ნეიმარი მინდა -თუ ტიტულებზე ფიქრობთო და ესენი რეებს ჩალიჩობენ ვერ გავიგე, გუნდში ტევა აღარ არის, 6 კაცის გარდა ყველას ვუშვებთო და ამ დროს "ყველა" მოყავთ?