ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, იტალიურ პრესასთან ინტერვიუში, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინცინდენტი გაიხსენა, როდესაც მას ლუის სუარესმა უკბინა.
“სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მე მისი ქცევებით აღფრთოვანებული ვარ, ამის გარეშე სუარესი უბრალო მოთამაშე იქნებოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთელი მატჩის განმავლობაში კავანის ვმეთვალყურეობდი, ხსენებულ ეპიზოდში კი ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მიკბინა, ეს იყო და ეს. სუარესს ბრძოლის ეს სტრატეგია აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მეც იგივე სტრატეგია მაქვს.
სუარესს ძალიან ვგავარ, ის მოედანზე მთელი არსებით თამაშობს. კბენიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავურეკე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა არ სჭირდებოდა. მოედანზე მეც ბო**შვილი ვარ და ამით ვამაყობ.” – კიელინის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

მევასა რაღაც ეს სტატია თავისი კომენტარით:))
ესაა ნამდვილი ფეხბურთი აბა რა დაატეხეთ ერთმანეთს ყველაფერი,აქ ბალეტის დრო არაა!;)
კიელინ ბებერი მგელი ხარ
მაგარი მგელია, მეც ეგეთი ვარო და ათი წუთი დასდევდა მსაჯს და აჩვენებდა მხარს, აი როგორ მიკბინაო. მაგარი კაცია(თავისთვის). ამის გამო შესტენეს სუარესს ოთხ თვიანი დისკვალიფიკაცია და გუნდში ვარჯიშიც კი აუკრძალეს.
უბრალოდ ყველაფერი პირდაპირ არ ითარგმნება და მაინც და მაინც დედის *აკის გინება არაა 😂
Moedanze mec jilkiani varo – eg aqvs nagulisxmebi.
უბრალოდ ყველაფერი პირდაპირ არ ითარგმნება და მაინც და მაინც დედის *აკის გინება არაა 😂
მაგარი ქაჯები არიან იტალიელები
ნუ ლათინოსებიც უდაოდ
.
ყველაზე მაგარი მაინც 2010 ში იყო ხელით რო გამოიტანა საჯარიმოში პენალი რო დაინიშნა და მერე რო აიღო მეკარემ მაგ დროს ურუგვაი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა
არა რა ამ ევროპაში ნამეტანი ღრმად აქვთ ეგ თუ გეამაყება ჯორჯო მალადეც