არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი მისი თანამემამულის, “ინტერის” თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. 42 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და 22 წლის შემტევს ერთ კლუბში თამაში უნდათ.
“ლოგიკურია, რომ მესისა და ლაუტაროს ერთად თამაში სურთ. ისინი ერთმანეთს კარგად ეწყობიან. ამას ჩვენც ვისურვებდით. მათ ნაკრებში ერთად უკვე უთამაშიათ. რაც უფრო მეტ თამაშს ჩაატარებენ ლეო და მარტინესი, ეროვნული გუნდისთვის უფრო უკეთესია.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ლაუტაროს “ბარსაში” ტრანსფერი ადვილი არ იქნება. პირველ რიგში, რაზეც ვფიქრობ, ისაა, თუ რამდენად მარტივად დატოვებს მარტინესი “ინტერს”? “ნერაძური” დიდი კლუბია, რომელსაც ძლიერი პრეზიდენტი ჰყავს… ეს რთული იქნება”, – ციტირებს სკალონის სიტყვებს Cadena SER.
ჯერ საჭირო არაა ამის მოყვანა სანამ სუარესია და სუარესის მერეც მეეჭვება ეს მოიყვანონ, გრიზმანსაც შეუძლია მანდ თამაში და ლაუტაროზე უარესი არცერთ კომპონენტში არაა
გასულ ზაფხულს ნეიმარზე იდებოდა "ნ" რაოდენობის სიახლეები და ახლა ლაუტაროზეა იგივე,საკმარისი შემტევები გვყავს უკვე და ეს გაპიარებული ზედმეტია.
ნაკრებში თამაშიც ეყოფათ
ეს რას ბოდიალობს, რა ძლიერი პრეზიდენტი და რას ვერ დატოვებს. მათხოვარივით ხელგამოშვერილი დგას და ფულს ელოდება.