“ბარსელონას” ქომაგები ელოდნენ, რომ ჟუნიორ ფირპო, კიკე სეტიენის მწვრთნელობისას, გაცილებით მეტ დროს მიიღებდა, რადგან ისინი ერთად მუშაობდნენ “ბეტისში”. ფირპოს დებიუტი ლა ლიგაში კი სწორედ სეტიენის დროს შემდეგ შედგა.
ფირპოს აზრით, მისი მდგომარეობა ვალვერდეს წასვლისა და სეტიენის მოსვლის შემდეგ არ შეცვლილა.
“არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის ცვლილებამ ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა. ვალვერდე ბოლო პერიოდის განმავლობაში მენდობოდა. სხვა მხრივ, უპირატესობა ისაა, რომ სეტიენი მიცნობს და მისთვის არაფრის დამტკიცება არ მჭირდება.”
“ყველა ფეხბურთელს სჭირდება თამაშებში მონაწილეობის მიღება, რათა მეტად თვითდაჯერებულები გახდნენ. ვეცდები, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო.” – ციტირებს ფირპოს სიტყვებს Tribuna.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟორდი ალბა სამ კვირას იუქმებს, ეს კი დამატებითი შანსია ჟუნიორ ფირპოსთვის. ალბას არყოფნისას “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში მარცხენა ფლანგზე სწორედ ფირპო იქნება.
უნდა მოიხოდო ბიჭო სამი კვირა ალბა არ გვეყოლება და აბა შენ იცი
ამის იმედი არ მაქ, არ ვიცი ფსიქოლოგიური მომენტია თუ უბრალოდ დაბალი დონეა,მაგრამ ვერაფერს აკეთებს ჯერჯერობით.
იმედია ეს სეტიენიც რობერტოს ან სემედოს არ მოსინჯავს მარცხნივ
გეძლევა შანსი და დაამტკიცე, თორე გვერხევა ისედაც, მარცხენა ფლანგი ყველანაირად მკვდარია…