Marca-ს ინფორმაციით, პარაგვაის პარლამენტის გადაწყვეტილებამ, ყოველთვიური პენსია (242 დოლარი) დაენიშნათ “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის, ხულიო სეზარ რომეროსთვის, ქვეყანაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
რომერიტო პარაგვაიში ლეგენდადაა აღიარბული, თუმცა მოსახლეობა თვლის, რომ იგი პენსიას არ იმსახურებს, ვინაიდან 60 წელი ჯერ არ შესრულებია. გარდა ამისა, ხალხის აზრით, მან კარგად ვენ განკარგა საკუთარი ქონება და შემოსავლები, რომელსაც ფეხბურთელი “ფლუმინესედან”, “პუებლასა” და “ბარსელონადან” იღებდა. პარაგვაელების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ რომერიტოს პენსია საფეხბურთო დამსახურებების გამო უნდა დაუნიშნოს და ფინანსური სირთულეების გადალახვაში დაეხმაროს.
რომერიტო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შენაძენი იყო კრუიფის “ბარსელონასთვის”. ჰოლანდიელმა პარაგვაელი 1989 წლის აპრილში 40 მილიონი პესეტას სანაცვლოდ იყიდა. ფეხბურთელის დებიუტი “ელ კლასიკოში” შედგა. როგორც ჩანს, რომერიტომ კრუიფის იმედები ვერ გაამართლა, ამიტომ სეზონის ბოლოს კლუბი დატოვა.