“ბარსელონამ” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” შეთანხმება ივლისში მიაღწია, მაგრამ 16 წლის ინგლისელ ფორვარდს, ლუი ბარის, ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღების უფლება აქამდე არ ჰქონდა.
ამის მიზეზი ბიუროკრატიული პრობლემა იყო, რომელიც “ბარსას” შეექმნა და საქმე განსახილველად FIFA-ს გადაეცა. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი ყველაფერი შეამოწმა და 48 საათში, ბარის თამაში ოფიციალურად შეეძლება.
“ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდი, უკვე ბარისთან ერთად, ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო თამაშს “სან ფრანსისკოს” წინააღმდეგ გამართავს. გუნდს ფრანკ არტიგა წვრთნის, რომელმაც ვიქტორ ვალდესი რამდენიმე დღის წინ შეცვალა.



კარგია წარმატებები