ხვალ, 6 აპრილს, ლა ლიგის ფინალის ტოლფასი შეხვედრა გაიმართება – “ბარსელონა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.
დაპირისპირებას ინტერესს ისიც მატებს, რომ მოედანზე დიდი ალბათობით ანტუან გრიზმანიც იქნება, რომელმაც გასულ ზაფხულს “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი განაცხადა. თუმცა მთავარი ისაა, თუ როგორ გააკეთა მან ეს. ფრანგმა მის გადაწყვეტილებაზე ფილმი გადაიღო “The Decision”. ამით კი კლუბი შეურაცხყოფილი დარჩა.
ფრანგს შეეძლო “კამპ ნოუს” გმირი გამხდარიყო, მაგრამ, ამის მაგივრად, ის მოედანზე მტრის სტატუსით ითამაშებს.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ფანებს გაბრაზებამ ჯერ კიდევ არ გადაუარათ. რამდენიმე კვირის წინ, L’Equipe-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლითაც გაირკვა, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს იმის გაგონებაც კი არ უნდათ, რომ გრიზმანი კატალონიურ კლუბში შესაძლოა მომავალ ზაფხულს გადავიდეს.

კარგი ხასიათით ვერ დატოვებს კამპ ნოუს
აიკლებენ ამ უბედურს ხვალ სტვენით
იმ ფრაზის მერე …რონალდუს და მესის დონეზე ვარო რო თქვა ..მივხვდი რო მაგრად აკლია 🙂 და უბრალოდ კიდევ ერთი ზედმეტად თავდაჯერებული ფეხბურთელია რომელიც მესის კუილს უნდა მიჰყვეს :დდ
ნუ რონალდუსაც