კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები არგენტინელ ვარსკვლავთან მოლაპარაკებებს იწყებენ.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის სურვილია, ის “ნოუ კამპზე” კარიერის დასრულებამდე დარჩეს.
“მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გვინდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მუდმივად აგრძელებს პროგრესს. მჯერა, რომ იგი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს უმაღლეს დონეზე”, – აცხადებს ბართომეუ.
“უახლოეს თვეებში მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, რათა კარიერის დარჩენილი მთლიანი ნაწილი ლეომ სწორედ ჩვენთან გაატაროს”.
“მესი ერთი გუნდის მოთამაშეა. ის ჩვენთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე უბრალოდ მოედანზე ყოფნაა. მისი “ბარსელონასთან” ურთიერთობა სამუდამოდ გაგრძელდება. სურვილი გვაქვს, რომ მესი კარიერის დასრულების შემდეგ კვლავ “ბლაუგრანაში” დარჩეს, უკვე განსხვავებულ პოზიციაზე”, – დაასრულა პრეზიდენტმა.

სამუდამო კონტრაქტი უნდა გაუფორმოთ იმსახურებს ეს კაცი მაგას <3
ამას წყალი არ გაუვა ლეომ კარიერა ბარსას მაისუეით უნდა ჩაატაროს მაგრამ ნება მისია და მან უკეთ იცის
რათქმაუნდა <3
ეს რეკლამა როგორ გავთიშო მითხარით რა ტვინი მო@@@@
🙂 რათ გინდა ხალხო ისეთი ფეხბურთელი გუნდში სამუდამოდ რომელიც მე-5 ადგილს იკავებს რეიტინგში 🙂
ეს კარგია რომ ბართომეუ და ბარსას ხელმძღვანელობა ასე აღმერთებს და აფასებს მესის ქომაგებისგან ხო საერთოდ და სამუდამო კონტრაქტთან ერთად იმედია 10 ნომერს გააუქმებს კლუბი როცა მესი წავა. ლა ლიგაში 32 გოლი და 12 საგოლე პასი ფენომენალური შედეგი აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. კოპაზე 2 გოლი 2 საგოლე პასი (კოპაზე ყველა თამაში არ უთამაშია) ამ შედეგების შემდეგ ოქროს ბუცი ხო მესისია და ოქროს ბურთიც თუ არ მისცეს ამ ფეხბურთის **** რა! რეკორდს რეკორდზე ამხობს და კიდევ ახალ რეკორდებს ამყარებს მესის 6 ოქროს ბურთი ეკუთვნის ამ სეზონში შესანიშნავი სეზონი აქვს ტრავმა ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაში არ არის და ისე მაგრად თამაშობს ულამაზეს ჯარიმებს და გოლებს იტანს და ყველა მაინც იმას ამბობს პენალდომ ატლეტიკო მარტო გააგდო და მესის პენალდო არც უნდა შეადარო და არ უნდა ელაპარაკო ვინც ამბობს პენალდო სჯობია ლეოსო!