მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორატა “ბარსელონასთან” მატჩს გამოტოვებს

მორატა “ბარსელონასთან” მატჩს გამოტოვებს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ “ჟირონასთან” გუშინ გამართულ მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო.

დღეს 26 წლის ესპანელ ფორვარდს მყესების დაჭიმულობა დაუდგინეს. “ატლეტიკო” აღდგენითი პროცესის ვადას არ ასახელებს.

როგორც AS იტყობინება, ამგვარი დაზიანებით მორატას ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. ამდენად, ის “ბარსელონასთან” თამაშსაც ვერ შეძლებს, რომელიც 6 აპრილს, ლა ლიგის 31-ე ტურის ეგიდით, “კამპ ნოუზე” შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში