UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის 1/4 ფინალში, “მინი ესტადიზე”, “ბარსელონას” 19 წლამდელთა გუნდმა “ლიონს” უმასპინძლა. მატჩი დრამატულად წარიმართა.
პირველი ტაიმი ნდიკა მატამის ერთადერთი გოლით ფრანგებმა მოიგეს. 57-ე წუთზე, მონჩუმ ანგარიში გაათანაბრა, რასაც მალევე ფატის გოლი მოყვა. 89-ე წუთზე, სტუმართა მხრიდან გრიფითსმა წონასწორობა აღადგინა, დამატებულ დროში კი “ბარსას” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად მარკესმა აქცია. საბოლოო ანგარიში – 3-2.
“ბარსელონასთან” ერთად, შემდეგ ეტაპზე “პორტუც” გავიდა. პორტუგალიელების მეტოქე “რეალი” ან “ჰოფენჰაიმი” იქნება, “ბარსა” კი “ჩელსის” და ზაგრების “დინამოს” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური მატჩები 26 აპრილს, ნიონში, კოლოვრეის სპორტულ ცენტრში გაიმართება. ფინალს 29 აპრილს, იგივე სტადიონი უმასპინძლებს.




Am biwebs pirvel gundsic unda misce dro
Rustavi 2 gamoacxadebda
Deligti davitriet. Rustavi 2 gamoacxada axla
ყოჩააააღ <3