ესპანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ვალდესმა, რომელიც “ბარსელონას” ძირითადი გუნდის კარს 12 წლის განმავლობაში იცავდა, Deportes Cuatro-სთან თავის ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ძველი დროც გაიხსენა: ტრავმა, რომლის შემდეგაც კლუბის დატოვება მოუხდა და ცხოვრება “ბარსას” შემდეგ.
ვალდესი მადრიდის მუნიციპალიტეტში მდებარე მორატალასში ახალგაზრდული სკოლის მწვრთნელია.
“ჩემი ახლანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ.
ხშირად არ ვსაუბრობ იმ დღეზე, როცა ტრავმა მივიღე. უბრალოდ, მახსოვს, რომ “კამპ ნოუზე” ცივი საღამო იყო.
ამის შემდეგ, მხოლოდ მარტო ყოფნა მსურდა. ფეხბურთი იმას უკვე აღარ მაძლევდა, რითაც იქამდე სიამოვნებას ვიღებდი.
ახლა, სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობ. როცა ფეხბურთელი ვიყავი, მეგობრებს ყოველდღე ვხვდებოდი და მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, ახლა კი, მადრიდში ჩემი პატარა კუთხე ვიპოვე, სადაც სიმშვიდეა და უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი.
მივხვდი, რომ ფეხბურთი ხშირად სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ცხოვრების წესი და მთავარი ვნებაა, ეს კი ჯერ არ დამიკარგავს”. – თქვა ვალდესმა.
2014 წელს, “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ვიქტორი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, კარიერა კი 2016/17 წლების სეზონის შემდეგ, “მიდლზბროში” დაასრულა.

ეხლა ეს ურევს, ტრავმა რო მიიღო გადაწყვეტილი და გაცხადებულიც ქონდა რო სეზონის ბოლოს დატოვებდა გუნდს. თუმცა მახსოვს ამის შემდეგ კიდევ მიმართა კლუბმა რო დარჩენილიყო მიუხედავად მძიმე ტრამვისა და ამან კვლავ უარი სტკიცა.
ლეგენდა ხარ ვიქტორ <3
აი მაგ წელს ურესურსო ბარსელონას და მოსეირნე მესის ბრალი იყო სეზონი ჩაგდება კი მარტინიოს ქონდა შეცდომები მაგრამ 2 ტიტულის ფინალის წაგება მთლიანად გუნდის ბრალი იყო და ხელმძღვანელობის ტრაფნსფერი რომ არ კეთდებოდა გუნდში ბოლო წლებში კი საბედნიეროდ შეიცვალა სიტუაცია
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ამსტერდამული კლუბი ზემოთნახსენებ ფეხბურთელებს იჯარის წესით იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მცველ მატეის დე ლიგტის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი განხორციელდება.
გარდა ამისა, ჰოლანდიურ კლუბს შესაძლოა ჟან-კლერ ტოდიბოც შეუერთდეს, რომელიც "ბარსამ" "ტულუზადან" იანვარში იყიდა.
ძაან კარგს იზავენ თუ გაანათხოვრებენ 2-3 სეზონით კარგად გაზრდიან და დახვეწავენ
ბარსელონას" მცველი, ხუან მირანდა და ნახევარმცველები, ორიოლ ბუსკეტსი და რიკი პუჩი ზაფხულში შესაძლოა "აიაქსში" გადაბარგდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.
ამსტერდამული კლუბი ზემოთნახსენებ ფეხბურთელებს იჯარის წესით იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ მცველ მატეის დე ლიგტის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი განხორციელდება.
გარდა ამისა, ჰოლანდიურ კლუბს შესაძლოა ჟან-კლერ ტოდიბოც შეუერთდეს, რომელიც "ბარსამ" "ტულუზადან" იანვარში იყიდა.
აუ რა მწარედ მახსოვს ამის ტრამვა 2014 წელს ის ქაჯი პინტო რო გვედგა ლიგაზე რა ბურთები გაუშვა მასტმა
ყოველთვის ვიამაყებ იმით რომ შენ ბარსას მეკარე იყავი