მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ”, შესაძლოა, ოდიონ იგალო იჯარით აიყვანოს

“ბარსელონამ”, შესაძლოა, ოდიონ იგალო იჯარით აიყვანოს

“ბარსელონა” ამჟამინდელ სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელის შეძენას აპირებს.

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ოდიონ იგალოს გაფორმების ვარიანტს განიხილავს, რომელიც ჩინურ “ჩანჩუნ იატაიში” თამაშობს.

29 წლის მოთამაშე მანამდე “უოტფორდის” ღირსებას იცავდა, ხოლო აზიურ გუნდში 2017 წელს, 17,1 მილიონ ფუნტად გადავიდა.

“ბარსელონა” ნიგერიელის ნახევარწლიანი იჯარით აყვანას გეგმავს. იგალოს გარდა კატალონიელები კიდევ 5-6 კანდიდატურას განიხილავენ.

იგალომ გასულ სეზონში, ჩინეთის ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, მისი გუნდი მეორე დივიზიონში ჩამოქვეითდა.

მას ასევე პრიმერაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – აფრიკელი თავდამსხმელი 2011-2014 წლებში “გრანადაში” თამაშობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (8)

  • sergio busquets5
    schedule 13 იან 2019, 13:53

    ეს რა ჯანდაბაა ვის რად უნდა ეს დებილი

  • cezo45
    schedule 12 იან 2019, 21:28

    არენდით მოიყვანონ სეზონის ბოლომდე ისე როგორ პაულინიო ესეც გამოგვადგება უოტფორდში მახსოვდა ეს კიდევ როდის მოასწრო ჩინეთში წასვლა 🙂

  • Don_Andresito
    schedule 12 იან 2019, 20:44

    es chinuri transferebi ki amartlebs. droebit nebiieri mojna. tasebze ro itamashos

  • Sergio5
    schedule 12 იან 2019, 18:51

    ეე ამდენ ვიღაცას მიედნენ და ერთი პატოზეც დაწერონ რამე რაა smile smile რამდენი ხანია მაგას ვიძახი smile

    ისე ადრე ტორესზე ვოცნებობდი ხოლმე და ჭორიც კი არ დაწერილა მაგაზე

  • MessiAbuTidze4848
    schedule 12 იან 2019, 17:20

    ძაან მაგრა მევასება ეს იგროკი უოტფორდსი ფრინავდა , დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენ გუნდში თან იაფად გამოვალთ

  • nika 54
    schedule 12 იან 2019, 16:45

    ციტატა: უეფადრიდი
    ამ წყალწაღებულებს რატო ეტანებიან? ვინც გვჭირდება ისინი იყიდონ, თან ამ ასაკის ვიღაც ჩამოწერილი ფეხბურთელი.


    რას ერჩი, ნახევარწელში რა უნდა გააფუჭოს, სუარესს ზამენა ეყოლება, ან ვინ იცის პაულინიოზეც ვიცინოდით, მაგრამ გამოდგა ალბათ სანამ ნეიმარს მოიყვანენ არ უნდათ ფულის გადაყრა ძვირფას ფეხბურთელებში.

  • romani23
    schedule 12 იან 2019, 16:44

    ხიცი-ხიცი გამაცინე მაგრამ… დღეს ხომ 12 იანვარია და არა 1-ლი აპრილი???. smile smile smile

  • უეფადრიდი
    schedule 12 იან 2019, 16:28

    ამ წყალწაღებულებს რატო ეტანებიან? ვინც გვჭირდება ისინი იყიდონ, თან ამ ასაკის ვიღაც ჩამოწერილი ფეხბურთელი.