მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” რაბიოსთვის ბრძოლაში მარტო დარჩა

“ბარსელონა” რაბიოსთვის ბრძოლაში მარტო დარჩა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ადრიან რაბიოსთვის ბრძოლაში მარტო დარჩა.

23 წლის ფეხბურთელს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი არაერთხელ განაცხადა. “ბარსელონას” რაბიოს ზაფხულში უფასოდ დამატება უნდა. ნახევარმცველის შეძენის სურვილს “იუვენტუსიც” გამოთქვამდა და პსჟ მზად იყო, რაბიოს “ბარსელონაში” წასვლისგან თავის დასაცავად, იანვარში ის ტურინელებისთვის 10 მილიონ ევროდ შეეთავაზებინა.

Sport-ის დღევანდელ ნომერში კი ვკითხულობთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” პრიორიტეტი შეიცვალა – ტურინელები ადრიან რაბიოზე უარს ამბობენ და ისინი მადრიდის “რეალიდან” ისკოს გადაბირებაზე იზრუნებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში