თუ სამუელ უმტიტის ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდება, რომ მას ოპერაციის გაკეთება და აღდგენით პროცესზე თვეების დახარჯვა მოუწევს, “ბარსელონასთვის” ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფეხბურთელის შეძენა საჭირო იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, “აიაქსს” მატეის დე ლიგტის ზაფხულამდე გაშვება არ სურს, მის გარდა კი, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად, გუნდში ლონდონის “ჩელსის” მცველ ანდრეას კრისტენსენს მიიჩნევენ.
22 წლის დანიელი “ჩელსიში” 2013 წლიდან (მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” გატარებული 2 სეზონის გარდა) თამაშობს. წინა სეზონში, მან პრემიერ ლიგაში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

კრისტენსენს გააჯმევინეთ
აუ ეს მოიყვანონ ვოცნებობ ამ მცველზე
ამის შეცდომით იყო ერთი გოლი მახსოვს,ინიმ რო ჩაჭრა პასი და მგონი ლეომ შეაგდო,მარა მაგის მერე კაი დრო გავიდა არ ვიცი შეილება გამოასწორა თამაში