მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: ეს გოლი დემბელეს დაეხმარება

ბუსკეტსი: ეს გოლი დემბელეს დაეხმარება

გუშინ, სერხიო ბუსკეტსმა “ბარსელონასთან” ერთად თავისი მე-500 მატჩი ჩაატარა. გუნდის ვიცე-კაპიტანი ამ მიღწევით ამაყობს. 

“ჩემი დებიუტის შემდეგ 11 წელი გავიდა. ეს სიამაყით მავსებს”. 

ბუსკეტსმა უსმან დემბელეც შეაქო, რომელმაც, შეხვედრის ბოლო წუთზე, “ატლეტიკოს” კარში გოლი გაიტანა და კატალონიელებს ქულა მოუტანა. 

“აქამდეც ვიცოდით, რომ დემბელეს ჩვენი დახმარება შეეძლო. 

ის ახალგაზრდაა და ჩვენს ცხოვრების სტილთან ადაპტაციის გავლა სჭირდება, მოედანზე და მოედანს მიღმაც. დარწმუნებული ვარ, ეს გოლი მას ამაში ხელს შეუწყობს. 

მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და “ატლეტიკოს” გოლი უსამართლო იყო. ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით”. – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Guro messi
    schedule 25 ნოე 2018, 14:39

    დემბელე უნდა განვითარდეს.აქვს პოტენციალი და იმედია დადგება მისგან ტალანტი