მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ხუანფრანი, “ბარსელონას” ლიდერს, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ადარებს.
“ჩემთვის, მესი საუკეთესოა, ეს არაერთხელ მითქვამს.
მესის და კრიშტიანუს უამრავი მიღწევა აქვთ, მაგრამ ლეო ცოტათი ყოველთვის წინ იყო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ”. – აცხადებს ხუანფრანი.
ესპანელი მცველი მესისა და “ბარსას” ყოფილ ფეხბურთელს, ნეიმარს შორის არსებულ განსხვავებასაც უსვამს ხაზს.
“მესი არ წუწუნებს, მოედანზე ორთაბრძოლების შემდეგ ასეთი რეაქცია არ აქვს, ნეიმარი კი საპირისპიროდ იქცევა”. – ციტირებს ხუანფრანის სიტყვებს Mirror.co.uk.
აბა რა