როცა უსმან დემბელესთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, “ბარსელონას” დირექტორმა, გილერმო ამორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კატალონიური გუნდის მოთამაშეები პროფესიონალურად უნდა იქცეოდნენ.
“ბარსელონას” ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და ამის შესაბამისად უნდა ცხოვრობდნენ იქცეოდნენ. ისინი ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯნონ და ისე ითამაშონ, როგორც ეტყვიან”. – თქვა ამორმა.
ბოლო დღეებში, დემბელე პროფესიონალის შესაფერისად ნამდვილად არ მოქცეულა. მან სავარჯიშო სესია გაუფრთხილებლად გააცდინა, რის გამოც “ბეტისთან” შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩა, დღეს კი, თამაშზე დასასწრებად გვიან მივიდა.

