ლუის ენრიკეს მიერ ხოაკინის ესპანეთის ნაკრებში გამოძახება უცნაურად იყო აღქმული, თუმცა “ბეტისის” ფეხბურთელმა “ბარსელონასთან” გარკვეულწილად დაამტკიცა, რომ ამას იმსახურებს. ხოაკინმა მატჩის 34 წუთზე ანგარიში 2-0 გახადა.
საინტერესოა, რომ “ბარსა” მისი საყვარელი მსხვერპლია. 37 წლის შემტევს კატალონიელების კარში 6 გოლი აქვს გატანილი, ასეთი მაჩვენებელი კი კარიერაში არცერთ გუნდთან არ აქვს.
ხოაკინმა მოედანი მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში დატოვა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

რა ტეხავს 37 წლის კაცი რო გაგექცევა და გაგიტანს