მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
30 წელი ერნესტო ვალვერდეს დებიუტიდან და პირველი გოლიდან [ვიდეო]

30 წელი ერნესტო ვალვერდეს დებიუტიდან და პირველი გოლიდან [ვიდეო]

ზუსტად 30 წლის წინ, 1988 წლის 9 ნოემბერს, “ბარსელონას” შემადგენლობაში ერნესტო ვალვერდეს დებიუტი შედგა. კატალონიური გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი პოზნანის “ლეხის” წინააღმდეგ გამართული თასების მფლობელთა თასის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტების სერიაში გაიტანა, ამის დახმარებით კი “ბარსამ” თამაში მოიგო. 

ესტრემადურელი სპეციალისტი იმ დღეს იხსენებს:

“შემადგენლობაში, ფაქტიურად, განაცხადის შესავსებად მოვხვდი. ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ, იოჰან კრუიფმა პოლონეთისთვის გამომიძახა და 14 ნომრიანი მაისური გამომიყო. 

მოედანზე გიჟური ატმოსფერო იყო. მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა, სივრცეების პოვნა რთული იყო, ამასთან ერთად, ძალიან ციოდა. 

მახსოვს, რომ მოედანზე გასვლიდან 2 წუთში ყვითელი ბარათი მივიღე. თამაში თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. მწვრთნელმა მკითხა, მინდოდა თუ არა პენალტის დარტყმა. მე თანხმობა განვაცხადე. 

ნიშნულთან მივედი. მარჯვენა კუთხეში, ძალიან ძლიერად დავარტყი… 

ამ თამაშში გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა. შემდეგ, ბერნში “სამპდორია” დავამარცხეთ და ტურნირი მოვიგეთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • gelantia
    schedule 11 ნოე 2018, 00:17

    ვაა ვალო რა პენალტიი 🤣🤣ტიპი საერთოდ არაა შეცვლილი 30 წელია ასეთი სახით დადის 😂😎

  • Onl Y Human
    schedule 10 ნოე 2018, 13:47

    სიფათი იგივეა joy როგორი ფეხბურთელიც იყავი ნეტა ისეთი მწვრთნელი იყო

  • Cule Is Always Elegant
    schedule 10 ნოე 2018, 10:19

    ციტატა: Madridelo virtxebo
    Madrido tralz.e makocet xutjel 😀 [i][/i]


    უეფადრიდის უფრო რადიკალური ვერსია?

  • Messi, Iniesta
    schedule 10 ნოე 2018, 10:07

    მაგარი ფეხბურთელიც ყოფილხარ და მაგარი მწვრთნელიც ხარ! აი ნახავთ ეს რამდენ რამეს გააკეთებს ბარსაში! heart_eyes heart_eyes

  • Leo Messo
    schedule 10 ნოე 2018, 00:41

    ამას ეტყობა რო რთული ბავშობა ქონდა ისეთი სახე აქ 😀

    სულ ესე გაღიმებული მენახე ვალვერდე ძმას ვენაცვალე smile

    ციტატა: sergio busquets5
    წელსაც უნდა მოიგო ლიგა


    აბა რა ძმა წინაწელს ხო სამი ლიგა ერთად დადო wink

  • ROUCH
    schedule 10 ნოე 2018, 00:31

    როგორ შეცვლილხარ ძლივს გიცანი შე ოხერო joy

  • sergio busquets5
    schedule 09 ნოე 2018, 22:55

    წელსაც უნდა მოიგო ლიგა