“ინტერთან” ქულის აღების შემდეგ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 15 სეზონია, “ბარსა” ამ შედეგს აღწევს. ბოლოს, კატალონიელები ამ ეტაპის მიღმა 2003/04 წლების სეზონში დარჩნენ, როცა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად უეფას თასზე თამაშობდნენ.
თუ ერნესტო ვალვერდეს გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ეს ჯგუფის მოგების ზედიზედ მე-12 შემთხვევა იქნება. ამ მხრივ, “ბარსელონას” ტურნირის რეკორდი უკვე აქვს დამყარებული.
მერვედფინალის წილისყრა 17 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება, ორმატჩიანი დაპირისპირება კი – თებერვლის შუა რიცხვებში და მარტის დასაწყისში.

გუშინ ბარსაც და პსჟ ეც 1-1 მეგონა. ანგარიშები არა მარა შედეგში ორივე X დავწერე და ატლეტიკოც X მივაწერე არადა 1 მეგონა. დღეს იუვეს X მაგრად მგონია 0-0 ან მაქსიმუმ 1-1
მეთორმეტედო წერია
მთავარია 1/4 ფინალს გავცდეთ
მერე აღარაფერი გამიკვირდება
ტოტენჰემს და პსვ უნდა მოუგოს ბარსამ და პირველზე დარჩეს
არასრულ სტატიებს წერთ
ინფორმაციის ნაკლებობა
ვალვერდე აფუჭებს ფეხბურთელებს ძალიან ამას კიდე ბილბაოში გონია თავი
აუუ დემბელემ რაუქნა 2 კაცს ათრია 😁😂🤣 საგოლ კლასნი გუნდი გვყავს მარა ვალოდია ცოტა ვერაა.
ისე ბიჭებო ლილის ფეხბურთელი როა ნიკოლას პეპე იმაზე რა აზრის ხართ ვითომ არ წავა ბარსაში?