იტალიური “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ “ბარსელონასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩვენი მიზანი ყოველთვის ამ ტურნირზე თამაშია.
ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ამ შეხვედრის მოგებაა. “ბარსელონას” მიდგომა იგივე იქნება, რაც “კამპ ნოუზე” ჩატარებული მატჩის დროს იყო. ისინი თამაშის გაკონტროლებას შეეცდებიან, თუმცა ჩვენ შეგვწევს ძალა კატალონიელები შევაჩეროთ.
მესი? ლეოს თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. მე მას ვიცნობ და ვიცი, რომ დღევანდელ მატჩში თამაში ძალიან სურს, თუმცა ვიმეოვნებ, ის სათადარიგოდან დაიწყებს და, რაც შეიძლება დიდხანს იჯდება სკამზე.” – განაცხადა ძანეტიმ.

სარისკოა მესის თამაში თან ინტერის ნაირ ხისტ გუნდთან