მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონტოია: “ვფიქრობ, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს”

მონტოია: “ვფიქრობ, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს”

“ბრაიტონის” ესპანელმა მცველმა, მარტინ მონტოიამ, რომელიც “ბარსელონაში” ნეიმართან ერთად 2013-2016 წლებში გამოდიოდა, ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა.

“ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნება? არ ვიცი, ეს რთული იქნება. პსჟ შესანიშნავი გუნდია და არ ვფიქრობ, რომ პარიზელები ნეიმარს შორს წასვლის უფლებას მისცემენ. ფრანგულმა კლუბმა ბრაზილიელის ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადეს და რთული წარმოსადგენია, რომ “ბარსელონამაც” ანალოგიური გააკეთოს.

ვფიქრობ, ნეიმარს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს, რადგან იმ 3 წლის განმავლობაში, რომელიც მან კატალონიაში გაატარა, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. მას ლუის სუარესთან და ლეო მესისთან ზღაპრული კავშირი ჰქონდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას კატალონიაში დაბრუნება გაუჭირდება.” – განაცხადა მონტოიამ.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მონტოიამ კარგად ვერ დაითვალა, რადგან ნეიმარმა “ბარსელონაში” არა 3, არამედ 4 წელი გაატარა. როგორც იცით, “ბლაუგრანამ” ბრაზილიელი 2013 წელს “სანტოსიდან” შეიძინა, 2017 წელს კი პარიზში გაასხვისა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • NEYMAR JR 10
    schedule 06 ნოე 2018, 14:30

    მართლა ტვინი შეჩამა უკვე ამ რეკლამამ მოაშრე ადმინ ეს რეკლამა რა

  • beso_8821
    schedule 06 ნოე 2018, 12:52

    ეს ვიდეო რეკლამა მოაცილეტ ეს რა კლეობა დააამატეთ

  • NEYMAR JR 10
    schedule 06 ნოე 2018, 12:48

    ამის დაბრუნება კარგი იქნებოდა მაგრამ არამგონია ეგ მოხდეს

    მაგარი ჭამა რო წავიდა თუმცა იქ სინამდვილეში რა მოხდა და რატო წავიდა არავინ იცის

  • Sergio5
    schedule 06 ნოე 2018, 11:19

    აი ამან რატო ისაიბრა ნეიმაროს ბარსაში დაბრუნენაზე ეხლა, რა შუაში იყო? ბარემ ჩიგრინსკისაც კითხონ პედროს დაბრუნებაზე, კეიტას კიდე ტურეზე