მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: ჩვენი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ

სუარესი: ჩვენი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ

ლუის სუარესმა, რომელმაც “რაიოსთან” დუბლი შეასრულა და გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

“ძალიან მიხარია, რომ გუნდს ქულების აღებაში გოლებით ვეხმარები. 

ახლა, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულები ვართ. ეს ნორმალურია, რადგან დიდი შანსი იყო, თამაში წაგვეგო, ასეთი მატჩების შედეგებს კი ჩემპიონატის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა აქვს. ჩვენი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. 

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტურში “ატლეტიკომ” ქულები დაკარგა, სხვა შედეგის დაფიქსირების უფლება არ გვქონდა”. – თქვა ურუგვაელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • Onl Y Human
    schedule 04 ნოე 2018, 12:54

    ლუისიტო დემბელეს დაეხმარეთ, ფაქტია ყველაფერი რიგზე ვერაა, ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს