ცოტა ხნის წინ გაიმართა ესპანეთის თასის 1/16-ფინალის წილისყრა, რომელმაც ამ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქე გამოავლინა. კატალონიური კლუბი მე-3 დივიზიონში მოთამაშე “კულტურალ ლეონესას” დაუპირისპირდება.
“ბარსა” პირველ მატჩს სტუმრად, 31 ოქტომბერს ჩაატარებს. “კამპ ნოუზე” განმეორებითი თამაში 5 დეკემბერს გაიმართება.
ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრიან და ოთხივე მატჩი “ბარსამ” ისე მოიგო, რომ გოლიც არ გაუშვია. 1956 წელს, ესპანეთის ჩემპიონატში, კატალონიელებმა შინ 4:0 და სტუმრად 1:0 იმარჯვეს. 2009 წელს, თასზე, “ბარსელონამ” სტუმრად 2:0 მოიგო, ხოლო საკუთარ კედლებში 5:0. ბოლო ორ შეხვედრაში მონაწილეობა ლიონელ მესიმ, სერხიო ბუსკეტსმა და “ბარსას” ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა მიიღეს. მესიმ ერთი გოლიც გაიტანა.
