“ბარსელონას” ექს-კაპიტნის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, “ვისელ კობემ” საკუთარი ფეხბურთელი 1 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
იაპონელმა მცველმა, შუნკი ტაკაჰაშიმ მეგობარს მიწერა, რომ ინიესტა 23 სექტემბერს, “ურავასთან” მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდა, მეგობარმა კი ეს ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა.
ამის შემდეგ, ტაკაჰაშიმ ბოდიში მოიხადა, ისევე როგორც კლუბმა – გულშემატკივრების წინაშე.
“კობე” J ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მე-11 პოზიციას იკავებს. ანდრესის დახმარებით, გუნდი აზიური ტურნირებისთვის ბრძოლას მომდევნო სეზონიდან შეძლებენ.

ინიესტა როგორ მომენატრე ❤️