“ბარსელონა” რაბიოს დღესაც დააკვირდება

“ბარსელონა” რაბიოს დღესაც დააკვირდება

“ბარსელონას” სკაუტები გუნდის ერთ-ერთ სამიზნეზე, ადრიან რაბიოზე დაკვირვების შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და 23 წლის ფრანგ ნახევარმცველს საქმეში დღესაც ნახავენ.

რაბიოს “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მისი ხელში უფასოდ ჩაგდების სურვილს კი “ბარსელონა” გამოთქვამს.

დღეს, “პარი სენ-ჟერმენი”, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, ბელგრადის “რედ სტარს” დაუპირისპირდება. ამ მატჩს “ბარსას” სკაუტებიც დაესწრებიან და რაბიოს თამაშს კიდევ ერთხელ დააკვირდებიან.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (5)

  • Berlinetta♥
    03 ოქტ 2018, 21:17

    ეს და დეიონგი მინიმუმ … აუარიც მინდა მაგრამ სად …

  • sergio busquets5
    03 ოქტ 2018, 16:54

    კარგია რომ ეს მოიყვანონ . თან 23 წლისაა

  • nika 54
    03 ოქტ 2018, 16:33

    და რა აზრი? პსჟ 7,5 სთავაზობს და ამან და დედამისმა 10 მოითხოვეს, ბარსაში ნაკლებს მოითხოვს? დაგავიწყდათ ოზილი 10 რო მოითხოვა?

  • SHOTAMESSI10
    03 ოქტ 2018, 16:31

    ძალიან ნიჭიერია რაბიო

  • Anastasia13
    03 ოქტ 2018, 16:20

    და ვის მაგივრად? ივანის?