“სოსიედადთან” მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა გააკეთა.
“ვფიქრობ, ეს თამაში იმათგან ერთერთი იყო, რომლებიც სეზონის საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ახდენს. ამ ტიპის მატჩმა, შესაძლოა, ლა ლიგის ბედი გადაწყვიტოს.
შარშან აქ ჩატარებული მატჩის მსგავსად, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ და 3 ქულა ავიღეთ, რაც თავდაჯერების მომატებაშიც დაგვეხმარება.
ჩემი აზრით, მეორე ტაიმში ვითარების შეცვლა ფილიპე კოუტინიოს გამოსვლამ გამოიწვია. მან თამაშის დინამიკა შეცვალა”. – თქვა ურუგვაელმა.

კოუ კლასნია <3