მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენის გერმანიამ პერუს მოუგო [ვიდეო]

ტერ შტეგენის გერმანიამ პერუს მოუგო [ვიდეო]

სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს, გერმანიას ერთა ლიგაზე მხოლოდ ერთი თამაში ჰქონდა ჰქონდა ჩასატარებელი (საფრანგეთთან, 0-0). მეორე მატჩი იოახიმ ლიოვის გუნდმა ამხანაგურად, პერუს წინააღმდეგ გამართა. 

შეხვედრის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს: 22-ე წუთზე ლუის ადვინკულამ ტერ შტეგენს, რომელსაც, როგორც იქნა, ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა, მახვილი კუთხიდან დაურტყა, მარკმა კი ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა.

გერმანელებმა იულიან ბრანდტის გოლით ანგარიში მალევე გაათანაბრეს, 85-ე წუთზე კი თავისი გუნდი წინ ნიკო შულცმა გაიყვანა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში