“ბარსელონაში” გადმოსვლამდე, ახალგაზრდა ლიონელ მესიმ საცდელი ვარჯიში “რივერ პლეიტში” ჩაატარა და ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელს, ედუარდო აბრაამიანს თავი ძალიან მოაწონა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მის შეძენაზე მაინც უარი თქვა.
“მესი ბუენოს აირესში 3 თუ 4 დღის განმავლობაში იყო. პირველი ვარჯიშის დროს, მან ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ის პატარა იყო, მაგრამ ძალიან ტექნიკური და ჩვენ სწორედ ეს გვჭირდებოდა.
იმ დღეს, მან 12 გოლი გაიტანა. კლუბის გენერალურ დირექტორს დავურეკე და ვუთხარი, რომ ის ხელიდან გასაშვები ფეხბურთელი არ იყო. პასუხი კი ის იყო, რომ აკადემიაში ისედაც ბევრი ტექნიკური მოთამაშე ირიცხებოდა და ლეოს სახლში წასვლა სურდა.
კლუბმა გადახდა არ ისურვა. მათ ინვესტიციის აზრი ვერ გაიგეს”. – ციტირებს აბრაამიანის სიტყვებს Marca.

კიდე კაი არ წავიდა იქა