ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გასვლით მატჩს “ბარსელონა” “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართავს. ლონდონელთა ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, ასე რომ, ამ შეხვედრას “უემბლი” უმასპინძლებს, მოედანი, რომელთანაც კატალონიელებს არაერთი მოგონება აკავშირებს.
“ბარსამ” ბრიტანეთის მთავარ არენაზე 6-ჯერ ითამაშა, 4-ჯერ მოიგო, აქედან 2-ჯერ კი თასი აღმართა.
1992 წ. – სამპდორია-ბარსელონა 0-0 (0-1 დ.დ.)
“უემბლიზე” პირველი ვიზიტი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვიდა: “ბარსელონა” ევროპის საუკეთესო გუნდი პირველად გახდა. იოჰან კრუიფის გუნდმა რონალდ კუმანის ერთადერთი გოლით “სამპდორია” დაამარცხა და მოიგო ევროპის თასი, რომელიც მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგად გადაკეთდა.
1999 – არსენალი-ბარსელონა 2-4
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა “მეთოფეებმა” კატალონიელებს საკუთარ მოედანზე ვერ უმასპინძლეს, რადგან მაშინ, “ტოტენჰემის” ახლანდელი შემთხვევის მსგავსად, “არსენალი” “ჰაიბერიდან” ახალ მოედანზე გადადიოდა. შეხვედრა “ბარსელონამ” რივალდოს, ლუის ენრიკეს, კოკუს და ლუიშ ფიგუს გოლებით მოიგო.
2009 – ბარსელონა-ტოტენჰემი 1-1, ალ-აჰლი – ბარსელონა 1-4
ამხანაგურ ტურნირზე, რომელიც ზაფხულში გაიმართა, “ბარსელონა” უკვე განახლებულ “უემბლის” ეწვია. მაშინ, კატალონიელებმა “ტოტენჰემთან” ფრედ ითამაშეს (გოლები ბოიან კრკიჩმა და ლივერმორმა შეაგდეს), ეგვიპტის ჩემპიონები კი დიდი ანგარიშით დაამარცხეს (ბოიანი, რუედა, ხეფრენი და პედრო “ბარსას” მხრიდან).
2011 – ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 3-1
“ბარსელონას” მეოთხე ევროპული ტრიუმფი ასევე “უემბლიზე” შედგა: პეპ გვარიოლას გუნდმა 3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედი” მეორედ დაამარცხა. პედროს და უეინ რუნის გოლების შემდეგ, პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ნახევარში კი თავი ლეო მესიმ და დავიდ ვილიამ გამოიჩინეს.
2016 – ლივერპული-ბარსელონა 4-0
“უემბლიზე” ბოლო მატჩი კარგად გასახსენებელი ნამდვილად არაა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მხოლოდ ამხანაგურ დატვირთვას ატარებდა. “ლივერპულის” 4 გოლს “ბარსელონამ” ვერაფრით უპასუხა და ლეგენდარულ სტადიონზე პირველად დამარცხდა.
“ტოტენჰემთან” მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება, იქამდე კი, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონა” პსვ-ს უმასპინძლებს.
ყველაზე მეტად ამ ჯგუფში გასვლითი თამაშების მეშინია რა )))
\abaa pirveli 10 wuti cota iblataves da mere barsam kic daulaga tamashi da kic sheulaga golebi
ახლა დამანახა როგორმე სულ ერთი წამით ფინალისტების ვინაობა და არმინდა მეტი არაფერი. მომენატრა ჩპიონთა ლიგა, განსაკუთრებით პლეოოფები. მაინც სხვა ემოცია და სხვა დონეა.
ეხლაც უნდა მოიგონ