“უესკას” განადგურების შემდეგ, “ბარსელონამ” სანაკრებო პაუზამდე ჩატარებულ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ევროპაში ლიდერობა მოიპოვა. ლა ლიგის საწყის სამ ტურში, კატალონიელებმა მეტოქის კარში 12 გოლი შეაგდეს, რაც საშუალოდ მატჩში 4 გოლია.
ამაზე უკეთესი მაჩვენებელი “პარი სენ-ჟერმენს” აქვს, მაგრამ ფრანგებმა უკვე 4-ჯერ ითამაშეს, ასე რომ, მათი შეფარდება “ბარსაზე” ნაკლებია (3.25).
“ბლაუგრანას” და პსჟ-ს შორის 10 გოლით (3.33) მადრიდის “რეალია”. რაც შეეხება ევროპის დანარჩენ ტოპ ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგას “მანჩესტერ სიტი” 4 შეხვედრაში გატანილი 11 გოლით (2.75) ლიდერობს, სერია ა-ში პირველ ადგილზე “სასუოლოა” (2.66), ბუნდესლიგაში კი, რა თქმა უნდა, “ბაიერნი” (3).




არვიცი რატო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ეს მონაცემები და ყოველთვის ვაკვირდები ტოპ ჩემპიობატებში და როდესაც ჩემ გუნდს ყველაზე კარგი შედეგი აქ მეამაყებახოლმე