“ბარსელონას” მომავალი მეტოქე, “უესკა”, ლა ლიგის დებიუტანტია, ასე რომ, მათ კატალონიელებთან თამაშის არც ისე დიდი გამოცდილება აქვთ. “ბარსა” და არაგონული კლუბი ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ, 2014/15 წლების სეზონის კოპა დელ რეის პირველ რაუნდში.
სტუმრად, ლუის ენრიკეს გუნდმა 4-0 გაიმარჯვა. გოლები რაკიტიჩმა, ინიესტამ, ადრიანომ და რაფინიამ გაიტანეს, განმეორებითი მატჩი კი უფრო გამანადგურებელი სხვაობით დასრულდა: სერჟი რობერტოს, ინიესტას, ადრიანოს, ადამა ტრაორეს, სანდრო რამირესის გოლებს და პედროს ჰეთ-თრიქს “უესკამ”, კერძოდ კი კარლოს მორენომ, მატჩის ბოლოს ერთი ბურთით უპასუხა. ორი მატჩის ჯამში, “ბარსელონამ” 12-1 გაიმარჯვა.
კატალონიელების YouTube-ს ოფიციალური არხი ამ შეხვედრებში გასულ გოლებს წარმოგვიდგენს.
პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურის მატჩი “კამპ ნოუზე” 2 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
![“ბარსელონას” ყველა გოლი “უესკას” კარში [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/08/1535540403_b.jpg)



მეორე სასტავით ვეთAმაშEბიდით სულ ეხლა ხო დაინგრევა ეჰჰ ცოდვა დარჩა :DDD
imedia dembo pirvel dubls an hetriks gaitans.