გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით, კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ პაკო ალკასერთან დაკავშირებით “ბარსელონასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის შეთანხმება ფაქტიურად უკვე მიღწეულია და საქმის ბოლომდე მოგვარებამდე მხოლოდ რამდენიმე საათია დარჩენილი.
წყაროს ცნობით, ალკასერი “დორტმუნდს” იჯარით შეუერთდება. გერმანელები 2.2 მილიონ ევროს გადაიხდიან და ფეხბურთელს 2019 წლის ზაფხულამდე დაიტოვებენ. მათ გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ და მისი გამოყენებისთვის 20-25 მილიონის გადახდა მოუწევთ.
თუ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა, ალკასერი ძირითად გუნდის შემადგენლობაში მყოფი მეხუთე განათხოვრებული ფეხბურთელი იქნება.

წარმატებები
Sul arenda racmaxsovs eseaa barsashii
Dafiqrdi cota es rato unda iyido ?
Wavides tavistvisaris iseev margi
Veryidian fexburtelebs es sirbanebi
Sul arenda racmaxsovs eseaa barsashii