არგენტინის ნაკრების დროებითი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ადასტურებს, რომ ლეო მესის განაცხადს მიღმა დარჩენა თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, მომავალში კი, არ იცის, დაბრუნდება თუ არა ის გუნდში.
“მესის ტელეფონით ვესაუბრე. გადავწყვიტეთ, ის შემადგენლობაში არ ყოფილიყო. სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე არ გვისაუბრია, თუ რა მოხდება მომავალში.
ყველამ იცის, რას ნიშნავს მესი არგენტინისთვის. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენი დიალოგიც ნორმალური იყო, უბრალოდ დავაზუსტე, რომ ის მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში არ ითამაშებდა, იმას კი, დაბრუნდება თუ არა ის ნაკრებში, დრო გვიჩვენებს”. – აცხადებს სკალონი.
კოპა უნდა ითამაშოს ბოლოჯერ
ხო არ იცით narshing სად თამაშობს რამდენი წლისა ისე ვიცი რო სწრაფია ჰოლანდიელია
მესის არ აფასებენ არგენტინაში ერთ თამაშს რო ვერ ითამშებს ეგრევე ნაკრებიდან წასვლაზე საუბრობენ მე რო ვიყო მესის ადგილას არ დავბრუნდებოდი
ვფიქრონ კოპა ამერიკაზე დაბრინდება და მსოფლიოზეც ითამაშებს. ბოლომდე უნდა იბრძოლოს სანაკრებო ტიტულისთვის. სანაკრებო მიღწევის გარეშე არ შეიძლება მესის კარიერის დასრულება. მითუმეტეს როდესაც არგენტინაზეა ლაპარაკი და არა რაიმე დაბალი დონის გუნდზე.