ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ “ალავესის” დამარცხება საკმაოდ რთულია და ეს მოედანზეც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ძალიან კომფორტული ანგარიშით მოიგო, სამივე გოლი ბოლო ნახევარ საათში გავიდა და ის რომ, გუნდმა ასეთი სხვაობის დაფიქსირება მოახერხა, მეტწილად ერთი ადამიანის დამსახურებაა.
პირველ გოლამდე, თამაში სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა და შესაბამისად, “ბარსამ” არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ მათი დაგვირგვინება ვერავინ მოახერხა.
ანგარიში 64-ე წუთზე ლიონელ მესის საოცარი ჯარიმით გაიხსნა, რასაც, დაახლოებით 20 წუთში, ფილიპე კოუტინიოს საფირმო დარტყმა მოჰყვა, რომელიც ბრაზილიელმა საკმაოდ ახლოდან შეასრულა, მაგრამ მეკარემ მისი მოგერიება მაინც ვერ მოახერხა. დამატებულ დროში კი არგენტინელმა დუბლი შეასრულა და თამაშიც ასე დასრულდა, 3-0.
ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას, ერნესტო ვალვერდეს ახალწვეულებზე არ უფიქრია, თუმცა მეორე ტაიმში ორი მათგანის დებიუტი მაინც შედგა. არტურმა და არტურო ვიდალმა ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარეს.
ასე რომ, “ბარსამ” პრიმერა დივიზიონის პირველი სამი ქულა მოიპოვა. ტური ორშაბათს დასრულდება, მომდევნო მატჩს კი კატალონიელები სტუმრად, “ვალიადოლიდთან”, 26 აგვისტოს გამართავენ.

წელს მესის წელი იქნება ბიჭები დაიმახსოვრეთ. .დროს ლიგა მოიგოს ბარსამ